დონბასელი სეპარატისტების მიმართვა 22 თებერვალსაა შედგენილი

 

დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ლიდერებმა ცოტა ხნის წინ რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართეს. დონბასელი სეპარატისტები სთხოვენ ვლადიმირ პუტინს, დაეხმარონ "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში." 

პარალელურად ვრცელდება მიმართვის ტექსტიც.

როგორც აღმოჩნდა, მიმართვის ტექსტი 22 თებერვალს ანუ დაახლოებით 24 საათის წინაა შედგენილი და მხოლოდ დღეს გავრცელდა. 

 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა დონბასელი სეპარატისტების ლიდერების მიერ გავრცელებული მიმართვების ფონზე, რომელიც ევაკუციის დაწყებას ეხებოდა. 

ვიდეოები 18 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა როგორც მეტამონაცემების შესწავლით დადგინდა 2 დღით ადრე, 16 თებერვალს იყო ჩაწერილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები