ემანუელ მაკრონმა საქართველოში 75% მიიღო

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქშიც გაიმართა, მათ შორის იყო თბილისი, სადაც საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. 

ემანუელ მაკრონის სასარგებლოდ 101 ხმა დაფიქსირდა, ხოლო მარინ ლე პენმა 34 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, საქართველოში გამართულ არჩევნებზე, საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 74,8% დააგროვა. 

საქართელოს შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულიც, ემანუელ მაკრონი გახდა.

მსგავსი სიახლეები