ესტონეთის პრემიერი დასავლეთს აფრთხილებს: რუსეთის ხაფანგში არ გაებათ

 

რუსეთის სამხედრო ზეწოლამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნების გაწევრიანებაზე, თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

"უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზებით და განცხადებით, რომ 2008 წლის კომუნიკე, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, ორგანიზაციამ უნდა გააუქმოს, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩნოს იმ პრობლემის გამოსავლად, რომელიც თავად შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს ვინ შევა ევროკავშირსა და ნატოში", - თქვა კალასმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა რუსეთი არა პირდაპირ ინტერვენციას, არამედ კიევში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს.

__________________

წინა კვირაში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, რამაც აღმოსავლეთ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია, რომ შესაძლოა აშშ-ს ადმინისტრაცია პუტინის მოთხოვნებს არ შეეწინააღმდეგოს.

"იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ 'მიუნხენის' სუნია", - განაცხადა მარკო მიჰკელსონმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ორი პრეზიდენტის შეხვედრა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას შეადარა ადოლფ ჰიტლერსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, რამაც საბოლოოდ ჩეხოსლოვაკია ვერ დაიცვა.

 

მსგავსი სიახლეები