ევროკომისარი: „ფეისბუქის“ წინააღმდეგ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ

 

საბაზრო კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი მარგრეტე ვესტაგერი აცხადებს, რომ „ფეისბუქს“ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში „დემოკრატიას საფრთხე მიადგება“.

ვესტაგერის თქმით, სოციალურ ქსელებს დღეს დემოკრატიულ საზოგადოებებზე  „უზარმაზარი გავლენა“ აქვს და ხშირად მათი ფუნქციონირების არსებული მოდელი არაფრად აგდებს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

დანიელი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტთან სამართლებრივი დავა, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.

"ევროკავშირს ახლა ქმედებით შეუძლია უფრო მცირე ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში დაეხმაროს და ამით ფეისბუქს მეტი პასუხისმგებლობის კისრებისკენ უბიძგოს“, - თქვა ვესტაგერმა.

ევროკომისრის განცხადება ბოლო დროს „ფეისბუქთან“ დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით „ფეისბუქი“ მომხმარებლების უსაფრთხოებას სარეკლამო შემოსავლების გაზრდის ფასად უგულებელყოფდა.

მსგავსი სიახლეები