Times: რუსული აქტივების კონფისკაციაზე შეთანხმებას მომდევნო კვირას გამოაცხადებენ

გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საბოლოო შეთანხმების შესახებ ევროპული ქვეყნები უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Times ავრცელებს. 

  • წყაროების ცნობით, სწორედ ეს იყო ლონდონში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელშიც გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მონაწილეობდნენ. 

  • Times-ის ცნობით, საუბარია დაახლოებით 100 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე, რომელთანაგანაც 8 მილიარდი დიდ ბრიტანეთში ინახება. 

  • გეგმის მიხედვით, აღნიშნული თანხა შესაძლოა მოხმარდეს როგორც უკრაინის სამხედრო დახმარებას, ასევე ქვეყნის აღდგენას. 

დიდი სურათი: რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების შესახებ ევროკავშირი მსჯელობა უკვე რამდენიმე თქვეა გრძელდება. 

  • 3 დეკემბერს ევროკომისიამ დაამტციკა 2 მექანიზმი, მათ შორის ე.წ. რეპარაციული კრედიტიც - ამ მექანიზმის მისაღებად არ არის საჭიროა სრული კონსენსუსი და მის მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია. 

  • მიუხედავად ამისა, ევროკავშირში კვლავ არ არის ერთიანი აზრი რუსული აქტივების გამოყენების შესახებ - ბელგიის მთავრობა, დეპოზიტარი EuroClear და ევროპის ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგებიან როგორც აქტივების პირდაპირ კონფისკაციას, ასევე ე.წ. რეპარაციულ კრედიტს. 

კონტექსტი: Times მასალის ავტორების შეფასებით, რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგობის დაფინანსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში. 

მსგავსი სიახლეები