ზელენსკი იაპონიაში G7-ის სამიტს პირადად დაესწრება - Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრება. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ზელენსკი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით იაპონიაში მას შემდეგ გაფრინდება, რაც საუდის არაბეთში არაბული ლიგის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

Bloomberg აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

იაპონიის ოფიციალური პირები წარსულში ამბობდნენ, რომ ზელენსკი სამიტს შეუერთდება.

ჰიროსიმაში ვიზიტი, სადაც 78 წლის წინ პირველი ბირთვული თავდასხმა მოხდა, განსაკუთრებით სიმბოლურია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარების გათვალისწინებით.

19 მაისს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში "დიდი შვიდეულის" ლიდერების სამიტი იწყება, სამიტის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები