"გეგმები უცვლელია"- მთავარი თეზისები პუტინისა და Z-ბლოგერების შეხვედრიდან

კრემლში ვლადიმირ პუტინისა და Z-ბლოგერების მეორე შეხვედრა გაიმართა. პირველი ასეთი შეხვედრა გასული წლის ოქტომბერში, ხარკივში განცდილი დამამცირებელი მარცხის შემდეგ შედგა. 

რუსული წყაროები მაშინ წერდნენ, რომ შეხვდრის ინიციატორი და ორგანიზატორი ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი იყო. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელი აუდიენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების კითხვებს პასუხობდა. სამხედრო კორესპონდენტებად ანუ Военкор-ებს რუსეთში სხვადასხვა სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებს უწოდებენ, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ დიდი ტელეგრამ აუდიტორია შეიძინეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ყველაზე პუპულარული ომის პროპაგანდისტები: ალექსანდრ სლადკოვი (იზვესტია), ალექსანდრ კოცი (კომსომოლოსკაია პრავდა), ევგენი პადუბნი (ВГТРК), სიმიონ პეგოვი (RT) და სხვები. 

თითქმის 2 საათიან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი თემების ფართო სპექტრს შეეხო, მათ შორის ომის დასასრულს, რუსეთის გეგმებს, ომის დასასრულს და რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის პრობელემებს. 

ვლადიმირ პუტინის გამოსვლის მთავარი თეზისები

  • პუტინის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიზნები და გეგმები უცვლელია, რადგანაც ეს მისი თქმით რუსეთისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს;
  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 17-ე თვეს რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მალე უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი არსებობას შეწყვეტს;

  • ამასთანავე პუტინის თქმით, უკრაინის დემილიტარიზაციის საკითხი კვლავ აქტუალურია; 

  • რუსეთის პრეზიდენტი კახოვკის კაშხლის დანგრევის ამბავსაც გამოეხმაურა - პუტინის თქმით, რუსეთს არ დაუფიქსირებია დიდი აფეთქებები, მაგრამ მომხდარი მაინც უკრაინელების პასუხისმგებლობაა. პუტინმა აღიარა, რომ კაშხლის ნგრევამ შეუძლებელი გახადა ЗСУ-ს კონტრიერი დნეპრის მარცხენა ნაპირზე, მაგრამ ამ ფაქტს მაინც სამწუხარო უწოდა; 

  • ვლადიმირ პუტინის თქმით, გასული ზამთრიდან მოყოლებული რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამსახურში კიდევ 150 ათასი ჯარისკაცი აიყვანა და ამ დროისთვის მობილიზაციის გამოცხადება აუცილებელი არ არის; 

  • რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა "ბევრი პარკეტის გენერალი გამოააშკარავა";

  • ვლადიმირ პუტინმა აღიარა გარკვეული შეიარაღების უკმარისობის პრობლემა მათ შორის მაღალი სიზუსტისა და უპილოტო საფრენი აპარატების. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსში ჯერადად ზრდის ყველა საჭირო შეიარაღების წარმოებას; 

  • რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. მარცვლეულის კორიდორი უკრაინული მხარის მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენება და რუსეთი შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს; 

  • "ჩვენ გაქვს რამდენიმე ვარიანტი, ეს დამოკიდებული იქნება რუსეთის და უკრაინის არმიის ძალთა თანაფარდობაზე, ЗСУ-ს კონტრიერიშის დასრულების მომენტში",- განაცხადა პუტინმა, რუსეთის ფედერაციის შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით; 

  • რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს გეგმას გააფორმოს ხელშეკრულება ყველა მოხალისეობრივ ქვედანაყოფს. სწორედ ასეთ მიიჩნევა რუსული კანონმდებლობის თვალსაზრისით ვაგნერიც, მაგრამ პრიგოჟინის თქმით, ის შოიგუს უწყებასთან ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს;

  • პუტინის თქმით, შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილებები კანონში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება ყველასთვის საჭიროა, რადგან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფა;

 

მსგავსი სიახლეები