Helsingin Sanomat: ფინეთში აშშ-ს სამხედრო ბაზები განთავსდება

აშშ და ფინეთი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ფინეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსებას ითვალისწინებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ფინური გაზეთი Helsingin Sanomat საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილზე, მიკალ ანტელზე დაყრდნობით ავრცელებს

ანტელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განთავსებას. ამგვარი შეთანხმება აშშ-ს ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც აქვს. 

გაზეთის ცნობით, შეთანხმების დეტალები შეთანხმებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ის არ შეეხება ბირთვულ შეიარაღებას. 

"მთავარია, რომ შეთანხმება უზრუნველყოფს შეუფერხებელ თანამშრომლობას აშშ-სთან უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა ასპექტში და რაც მთავარია მოკლე დროში",- ამბობს მიკალ ანტელი. 

კითხვაზე თუ კონკრეტულად რას ითვალისწინებს ორმხრივი შეთანხმება ანტელი პასუხობს - "შეთანხმების შედეგად ამერიკელ სამხედროებს ექნებათ ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის უფლება, გარდა ამისა ეს უფლებას აძლევს აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე განათავსოს სამხედრო ობიექტები და განახორციელოს ინვესტიციები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში."

კონტექსტი 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა გაუუქმა ბოლო 80 წლის განმავლობაში მოქმედი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტა. 

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადა ფინეთმა გასული წლის მაისში გააკეთა. მიმდინარე წლის 4 აპრილს ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები