იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტს უზღუდავს

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მსჯელობა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Yomiuri იუწყება.

გამოცემის ცნობით, იგეგმება რუსეთის ფედერაციაში მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა, მათ შორის, ნახევარგამტარების, ხელოვნურ ინტელექტთან და რობოტიკასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სანქციების მიღების შემთხვევაში, ტექნოლოგიების ექსპორტზე არსებული აკრძალვა უფრო ფართო იქნება, ვიდრე 2014 წელს.

ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ ტოკიო რუსეთის ბანკებზე შეზღუდვების გაძლიერების შესაძლებლობასაც განიხილავს.

მსგავსი სიახლეები