ჯოკოვიჩმა სერბეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთის პრეზიდენტს სამართლებრივი პრობლემებისას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩასული სერბი ჩოგბურთელის ვიზა აუცრელობის მიზეზით გაუქმდა და ის დეპორტით სამშობლოში დააბრუნეს.

ჯოკოვიჩის თქმით, მას თავი მარტო არასდროს უგრძვნია და მთელი მსოფლიოდან მხარდაჭერას გრძნობდა.

სერბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯოკოვიჩის კოვიდ ტესტების შედეგები ყალბი არ ყოფილა.

"მადლიერი ვარ თქვენი ქმედებების გამო, რამაც რთულ პოლიტიკურ პოზიციაში დაგაყენათ საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით - ეს დიდხანს მემახსოვრება", - უთხრა ჯოკოვიჩმა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.

ვუჩიჩმა კი აღნიშნა, რომ ავსტრალიაში ჯოკოვიჩი არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მისი ქვეყნისთვის იბრძოდა.

ჩოგბურთელის თქმით, ის შემდეგი 10 დღის განმავლობაში მოჰყვება მის ვერსიას ავსტრალიაში მომხდართან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები