კარა-მურზას ცოლი: მე მიყვარს ჩემი ქმარი, მისთვის ბრძოლას არასდროს შევწყვეტ

დაპატიმრებული რუსი აქტივისტის ვლადიმერ კარა-მურზას მეუღლის თქმით, გასული წლის აპრილის შემდეგ, მას ქმართან კონტაქტი მხოლოდ ადვოკატების შუამავლობით გააჩნია. 

France 24-თან ინტერვიუში, ევგენია კარა-მურზამ აღნიშნა, რომ მისი პოლიტპატიმარი მეუღლის "სულისკვეთება ადრეც ძალიან მაღალი იყო და ახლაც ასეთად რჩება."

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარსდება, რაც მათ შორის, იმითაც არის გამოწვეული, რომ წარსულში, კრემლის ორგანიზებით ორჯერ მოწამლეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. 

პოლიტპატიმრის მეუღლეს ინტერვიუს დროს კითხეს, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი ან ალექსეი ნავალნი რუსეთში, იმ პირობებში, როდესაც საფრთხე ძალიან მაღალი იყო:

"იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთში პროტესტს გამოთქვამენ, სრულფასოვნად გამოიყენება საბჭოთა სტილის რეპრესიული მეთოდება. ომის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისთვის გათვალისწინებულია წამება, ფსიქოლოგიური ძალადობა და 15 წლამდე საპატიმრო სასჯელი... შესაბამისად, ვლადიმერს სწამდა, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის გვერდით უნდა მდგარიყო." 

ევგენია კარა-მურზას მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი იგი რუსეთში დაბრუნდება, მას აუცილებლად დააპატიმრებენ, რადგანაც მისი მეუღლის წინააღმდეგ, წნეხი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს არის მიზეზი, რის გამოც, იგი უარს ამბობს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ კარა-მურზას "ბნელის ნათელით შეცვლის" სწამს, თუმცა ამისთვის მოქმედება და აქტიურობაა საჭირო.  

რუსი პოლიტპატიმრის მეუღლის განცხადებით, პუტინის რეჟიმის შეცვლა, რამდენიმე ფაქტორზეა დამყარებული, ესენია - ომში უკრაინის გამარჯვება, სანქციებით კრემლის გამოფიტვა, პერსონალური სანქციები რუსი მაღალჩინოსნების მიმართ და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. 

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს რეჟიმი ჩამოიქცეს და ხალხს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის აშენება შეეძლის."- აღნიშნა ევგენია კარა-მურზამ.

17 მაისს იგი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიისთვის მიძღვნილ საიტზე, ჟენევაში სიტყვით გამოვა. 

"მე მიყვარს ჩემი ქმარი, მინდა რომ ჩემთან დაბრუნდეს და მისთვის ბრძოლას არასდროს შევყწვეტა,"- ასე დაასრულა ინტერვიუ ვლადიმერ კარა-მურზას მეუღლემ. 

 

მსგავსი სიახლეები