კირბი: 3 თვეში ბახმუტში რუსეთის დანაკარგები 100 ათასია, 20 ათასი მოკლული

მხოლოდ დეკემბრიდან მოყოლებული და მხოლოდ ბახმუტის ფრონტზე რუსეთის ჯამური დანაკარგი 100 ათასს შეადგენს, აქედან 20 ათასი მოკლულია. 

ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა. 

კირბის თქმით, ჯამური დანაკარგების ნახევარზე მეტი ჩვკ ვაგნერის ბოევიკებზე მოდის, ხოლო ვაგნერის დანაკარგების უმრავლესობას ყოფილი პატიმრები შეადგენენ. 

კონტექსტი 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლიდარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა. 

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში. 

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში. 

დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ბახმუტში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ყველა წყაროს ცნობით, დანაკარგების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ მეტყველებდა. 

გასულ თვეში ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებები იტყობინებოდნენ, რომ ბახმუტში დანაკარგების თანაფარდობა 5:1-ზეა უკრაინის სასარგებლოდა.

ნახეთ ჩვენი სიუჟეტი  - როგორ იცავს ЗСУ ბახმუტის სიცოცხლის გზას. 

მსგავსი სიახლეები