კვამლი ყირიმის ხიდთან: ოკუპანტების მტკიცებით, წვრთნები მიმდინარეობდა

ყირიმის ხიდის მიდამოებში დილით კვამლი გამოჩნდა, ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს.

"ყირიმის ხიდი დაკეტილია რაიონში წვრთნების გამო." - თქვა ყირიმის თვითგამოცხებულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.

მან პირობა დადო, რომ ხიდზე მოძრაობა მალე აღდგება და მოქალაქეებს სთხოვა მხოლოდ ოკუპანტების ინფორმაციას ენდონ.

შემდგომში პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა 11:00 საათზე აღდგა. სწავლება დასრულდა და კვამლი აღარ არის.

რა სახის იყო ეს წვრთნები და რატომ არ იყო მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილებული, ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები