ტრამპთან დაკავშირებული რისკების გამო ნატო ყოველწლიური სამიტების გაუქმებას განიხილავს
დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალების რისკის გამო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები ყოველწლიური სამიტების გაუქმებას განიხილავენ.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თავის წყაროებზე ავრცელებს - საუბარია ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე, რომელიც 2021 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება.
- ინფორმირებული წყაროების ცნობით, ამერიკის პრეზიდენტთან დაკავშირებული რისკების გარდა არის სხვა მოსაზრებებიც - ზოგი ანალიტიკოსისა და დიპლომატის აზრით, ყოველწლიური სამიტები თვალისმომჭრელი სათაურების აუცილებლობას ქმნის და ხშირად ხელს უშლის გრძელვადიანი გეგმების შესრულებას.
- "ცუდ სამიტების ჩატარებას, სჯობს უფრო ცოტა სამიტი გვქონდეს"- ამბობს Reuters-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
წინარეისტორია: ლიდერთა მონაწილეობით გამართული ყოველწლიური სამიტების ინტენსივობა ალიანსის 77-წლიან ისტორიაში ცვალებადი იყო.
- მაგალითად, ცივი ომის პერიოდში მხოლოდ ამ ტიპის მხოლოდ 7 სამიტი გაიმართა.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ყოველწლიური სამიტების ნაცვლად განიხილება შეხვედრების ყოველ მეორე წელს ჩატარება. ამგვარად მომდევნო წელს ალბანეთში დაგეგმილი სამიტის შემდეგ ალიანსის წევრები განიხილავენ გამოტოვონ 2028 წელი, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელია.
- საბოლოო გადაწყვეტილება ფორმატის ცვლილების შესახებ მიღებული არ არის და მოსალოდნელია, რომ გადამწყვეტი იქნება გენერალური მდივნის მარკ რუტეს პოზიცია.
კონტექსტი: დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის წლებში გამართული სამიტები ძირითადად დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და ალიანსის წევრებს უწევდათ ხშირად მწვავე კრიტიკის მოსმენა თავდაცვის არასაკმარისი ხარჯების გამო.
- გამონაკლისი იყო გასული წლის სამიტი, რომელზეც ამერიკული ადმინისტრაციის წნეხის ქვეშ ალიანსის წევრები 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების მშპ-ს 5%-მდე ზრდას დათანხმდნენ.
- თუმცა ანკარაში დაგეგმილი წლევანდელი სამიტს მოკავშირეებს შორის სერიოზული განხეთქილება უძღვის წინ - გასული 1 თვის განმავლობაში ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს ნატოელი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ არასაკმარისი დახმარების გამო.