ლუკაშენკა ავადმყოფობაზე: კიდევ დიდხანს გაგაწვალებთ

ბელარუსის დიქტატორი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადენოვირუსი გადაიტანა. 

"და თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ მე სიკვდილს ვაპირებ, დამშვიდდით ეს მხოლოდ უაზრო საუბრებია მესენჯერებში და ტელეგრამ არხებში. ადენოვირუსი თუ რა იყო, ჰო ჰო ადენოვირუსი. არაუშავს კარანიკი იღიმის, 3 დღეში მომარჩინეს",- განაცხადა ლუკაშენკამ ჯანდაცვის საკითხებისთვი მიძღვნილ თათბირზე. 

დიქტატორი მთელი განმავლობაში პრესის წინაშე სულ რამდენიმეჯერ გამოჩნდა. 

ლუკანშენკას თქმით, მისი ჯანმრთელობის პრობლემები დროთა განმავლობაში რახან მას სამკურნალოდ საკმარისი დრო არ ჰქონდა. "ამიტომაც სიკვდილს არ ვაპირებ, კიდევ დიდხანს გაგაწვალებთ."

კონტექსტი 

ლუკაშენკოს გამოჩენამ ყურადღება მიიპყრო მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმზე, რომელზეც ბელარუსი დიქტატორი კარგად არ გამოიყურებოდა. ამას წინ უძღოდა ლუკაშენკას 2-კვირიანი გაუჩინარება. საყურადღებო იყო ისიც, რომ ლუკაშენკა არ დარჩა კრემლის მიერ ორგანიზებულ საზეიმო სადილზე და უმალვე მინსკში გაემართა. 

მინსკში ლუკაშენკას მაგივრად საზეიმო სიტყვა თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ხრენინმა წარმოთქვა. ლუკაშენკა კამერების წინაში გასულ კვირას, ბელგოროდში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები 2 თვითმრინავისა და 2 ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ გამოჩნდა. 

უჩვეულო ხმით ლუკაშენკა საზღვრისპირა რაიონში დაძაბულობის ზრდაზე საუბრობდა. 

 

მსგავსი სიახლეები