ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიესალმა ლუქსემბურგელი დეპუტატების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

"ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით დაღუპულს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარებების რაოდენობა კვლავ იზრდება." - დაწერა მან ტვიტერზე.

კონტექსტი

1932-1933 წლების ჰოლოდომორი არის მასიური შიმშილობა, რამაც უკრაინის სსრ-ს სოფლებში მრავალი მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ჰოლოდომორის მუზეუმის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ იმ წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 7 მილიონ ადამიანს მიაღწია.

უკრაინაში ჰოლოდომორი განიხილება, როგორც გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც შთაგონებული იყო სსრკ-ს მთავრობის მიერ.

საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად 2005 წელს აღიარა.

გაზაფხულზე ბელგიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ისლანდიის პარლამენტმა და საფრანგეთის ზედა პალატამ, ასევე სლოვენიის პარლამენტმა და ბრიტანეთის თემთა პალატამ, გადადგეს მსგავსი ნაბიჯი.

მსგავსი სიახლეები