მარიუპოლის მერი: ოკუპანტები მოქალაქეებს წყლისთვის მუშაობას აიძულებენ

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობას წყლისთვის მუშაობას აიძულებენ. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულომ Telegram-ზე 1 ივნისს, ქალაქის მერ ვადიმ ბოიჩენკოზე დაყრდნობით განაცხადა.

"ქალაქში მყოფი მოსახლეობა უჩივის წყლისა და საკვების მკვეთრ დეფიციტს. ქალაქის რამდენიმე პუნქტში სასმელი წყლის ავზებია დამონტაჟებული, მაგრამ მასზე წვდომას სამუშაოების დასრულების შემდეგ ხდება. ძირითადად, ხალხი ჩართულია ქალაქის ნაგვისგან, ნანგრევებისა და გვამებისგან გაწმენდის სამუშაოებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულომ აღნიშნა, რომ მარტიდან მარიუპოლში არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება, ელექტროენერგია და გაზი.

"ქალაქელებისთვის სტაბილურად საკვების მიწოდება ჯერ არ დაწყებულა." - აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

მსგავსი სიახლეები