მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $1 მილიარდის დახმარებას გადასცემს

ნოემბერში მსოფლიო ბანკმა შესაძლოა უკრაინის 1 მილიარდი დოლარის დამატებითი ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, ასევე განიხილოს სახსრების გამოყოფა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა 16 სექტემბერს განაცხადა.

"პაკეტი ითვალისწინებს 1 მილიარდი დოლარით დაფინანსებას – ეს იქნება როგორც პირდაპირი დაკრედიტება, ასევე ფინანსური გარანტიები და ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები. მოსალოდნელია, რომ ასეთი დაფინანსება ასევე მოახდენს კერძო სასესხო კაპიტალის მობილიზებას, რადგან IFC ჩვეულებრივ აფინანსებს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს ფინანსურ კონსორციუმში კომერციული ბანკების დამატებით. ამგვარად უკრაინული საწარმოების პროექტების დაფინანსების მთლიანი მოცულობა 3.3 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება", - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ჰრიბანმა.

მსოფლიო ბანკი ასევე აქტიურად მუშაობს ევროპის მდგრადი განვითარების ფონდთან (EFSD), რომელსაც უკვე გაუგზავნა 2 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, ასევე იგეგმება უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა.

მსგავსი სიახლეები