მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით $1.5 მილიარდს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, უკრაინას დამატებით $1.49 მილიარდი გადაეცემა, რაც ნაწილი იქნება $4 მილიარდიანი ჯამური დახმარების, რომლის მიზანსაც, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის გადახდა წარმოადგენს. 

ფინანსური ინსტიტუციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ დახმარების გარანტორები დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ლიეტუვა და ლატვია არიან. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ფინანსური დახმარების ფარგლებში, თანხები მოხმარდება გზებს, წყლის მიწოდებას, ენერგო ეფექტურობას, სოციალურ დაცვას, განათლებასა და ჯანდაცვას

მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გამოითვალა, რომ მოკლევადიან პერიოდში, დაახლოებით $5 მილიარდია ყოველთვიურად საჭირო, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს

 

მსგავსი სიახლეები