NYT: ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-სთან საიდუმლო მოლაპარაკებების დაწყება სცადეს

შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 24 საათში ირანის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებმა შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონთან დაკავშირება და საიდუმლო მოლაპარაკებების ინიცირება სცადეს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

  • წყაროს ცნობით, ირანელებს სურდათ დაკავშირება ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესაძლო პირობები განეხილათ.  

  • დაკავშირების მცდელობა ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის შუამავლობით განხორციელდა. 

  • ვითარებაში გაცნობიერებული ამერიკელი მაღალჩინოსნები სკეპტიკურად უყურებენ უახლოეს მომავალში ამგვარი შეთანხმების და ვითარების დე-ესკალაციის შესაძლებლობას. 

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ისრაელის მაღალჩინოსნებმა ამერიკელებს ურჩიეს არ მიექციათ დიდი ყურადღება და ფოკუსირებულიყვნენ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და რეპრესიული რესურსის განადგურებაზე. 

  • რამდენადაც ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეერთებული შტატები ამ დროისთვის არ განიხილავენ ირანთან მოლაპარაკებებს. 

  • "მოლაპარაკებებისთვის უკვე ძალიან გვიანია"- ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში 4 მარტს. 

დიდი სურათი: ამასთანავე ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ როგორია ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია ირანის მომავალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. 

  • სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გავრცელებულ პირველ მიმართვაში ტრამპმა ირანელების აჯანყებისკენ და ძალაუფლების აღებისკენ მოუწოდა, თუმცა მომდევნო დღეებში მისი რიტორიკა რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით საგრძნობლად შერბილდა. 

  • ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ ირანში ვენესუელას სცენარი გამეორდებოდა და გამოჩნდება რეჟიმის მაღალჩინოსანი, რომელიც უფრო მიდრეკილი იქნებოდა თანამშრომლობისკენ. 

  • "რაც ჩვენ ვენესუელაში გავაკეთეთ, ვფიქრობ იდეალური სცენარია"- თქვა ტრამპმა 1 მარტს New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

  • თუმცა, უკვე 4 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ირანელი მაღალჩინოსნების ნაწილი, რომელთან თანამშრომლობასაც აშშ განიხილავდა საჰაერო დარტყმებს ემსხვეპლნენ. 

კონტექსტი: წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ვაშინგტონი ირანისგან მოითხოვს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის მკაცრად შეზღუდვას და რეგიონის არაბულ ქვეყნებში მოკალათებული პროქსი დაკგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას. 

 

მსგავსი სიახლეები