პოროშენკო ზელენსკის ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და მოუწოდებს, "ბიბისგან ისწავლოს"

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ The Times-ს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, "პოლიტიკური სცენიდან ნებისმიერი კონკურენტის მოშორებას" ცდილობს.

State Of Play: მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას პოროშენკო "მცოცავ ავტორიტარიზმს" უწოდებს, რომელიც დემოკრატიისთვის საფრთხეა.

  • უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მის არჩევნებში მონაწილეობას და ეს ყველა პოტენციური კანდიდატისთვის გაფრთხილებაა: "დღეს პოროშენკო, ხვალ ზალუჟნი, ზეგ კი ნებისმიერი."
  • "რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ მე ბიოლოგიურ, ქიმიურ დონეზე ვეზიზღები," - მიიჩნევს ის.
  • პოროშენკომ აღიარა, რომ ზელენსკი მასაც არ მოსწონს, თუმცა "ომის დროს არასდროს გამოუხატავს მტრული დამოკიდებულება" მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.
  • უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო ზელენსკის ქმედებებით და მან ეს მოსაზრებები უნდა მოისმინოს.

Big Picture: "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი აცხადებს, რომ ის ზელენსკის არ აკრიტიკებს, არამედ უბრალოდ რჩევას აძლევს.

  • ამავდროულად, მან Times-ს განუცხადა, რომ ზელენსკიმ "საშინელი შეცდომები" დაუშვა, მაგალითად, თებერვალში თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც საჯარო დაპირისპირებით დასრულდა.
  • პოროშენკო მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ "ბიბის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს."
  • ყოფილი პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გულისხმობს, რომელმაც შეერთებული შტატები დაარწმუნა ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართულიყო და ირანის ბირთვული ობიექტები დაებომბა.

Сontext: უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა თავადაც სცადა ტრამპის გუნდთან კავშირების დამყარება თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

  • მაგრამ ახლა სანქციები მას საზღვარგარეთ გამგზავრებაში უშლის ხელს.
  • სანქციები პოროშენკოს ასევე ხელს უშლის უკრაინის სამხედრო ძალების მხარდაჭერაში, რომელსაც, მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 200 მილიონი დოლარი შესწირა.
  • ზელენსკიმ თქვა, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის, თუ ის ქვეყნიდან გატანილ ფულს არმიას გადასცემს.
  • Forbes-ის ცნობით პოროშენკოს ქონების ღირებულება 2 მილიარდი დოლარია.

მსგავსი სიახლეები