პრიგოჟინი: ბახმუტში ყველაფერი ყველაზე ცუდი სცენარით მიდის, ჩვენი არმია გარბის

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბახმუტში სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება და ფლანგებზე გამაგრებული რუსეთის დანაყოფები ბრძოლის გარეშე გარბიან. 

მანამდე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ЗСУ-მ წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, ხოლო რუსეთის 72-ე ბრიგადამ პოზიციები უბრძოლველად მიატოვა. პრიგოჟინის სიტყვები მოგვიანებით უკრაინულმა წყაროებმაც დაადასტურეს. 

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, ბახმუტის მიმართულებით ფლანგებზე კონტროლი რუსეთის რელუგარული არმიის დანაყოფებს გადაეცა, რომელმაც ვერ შეძლო პოზიციების დაცვა. უკვე დღეს პრიგოჟინი ამბობს, რომ ვითარება ოკუპანტებისთვის სწრაფად უარესდება.

"ფლანგებზე ვითარება პროგნოზირებულიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება - ტერიტორიებს, რომლებსაც მრავალი თვის განმავლობაში ჩვენი საბრძოლო ამხანაგების სისხლითა და სიცოცხლით ვიკავებდით, დღეს პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე ტოვებენ ისინი, რომლებსაც პოზიციები უნდა გაემაგრებინათ",- ამბობს პრიგოჟინი. 

ამასთანავე, პრიგოჟინი ამბობს, რომ უშუალოდ ბახმუტში სადაც მისი დანაყოფები მოქმედებენ ისინი აგრძელებენ წინსვლას დასავლეთ ნაწილისკენ და მიზნამდე სულ 625 მეტრი აშორებთ. 

გასულ კვირებში ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი ამბობდა, რომ ფლანგების ჩავარდნის შემთხვევაში ქალაქ ბახმუტში ოკუპანტების გარნიზონი ოპერატიულ ალყაში მოექცეოდა. 

 

მსგავსი სიახლეები