რუსეთის საპატრიარქომ 59 მღვდელი დასაჯა უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის

2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და უშიშროების ძალების მიერ მათი ანტისაომარი პოზიციის გამო, 59 მღვდელის რეპრესირება მოხდა.

ამის შესახებ 17 მაისს გაზეთი Новая Газета. Европа წერს.

გამოცემის ცნობით, დაზარალდნენ მღვდლები, რომლებიც მსახურობდნენ რუსეთში და მოსკოვის საპატრიარქოზე დამოკიდებულ უცხოურ ეპარქიებში. 

ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესიის ექვს მსახურს, ბელორუსის მართლმადიდებლური ეკლესიის სამ, ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს ესპანეთში, ყაზახეთსა და ისრაელში ემუქრებათ სამსახურიდან გათავისუფლება, მსახურების აკრძალვა და სხვა სასჯელი.

სასულიერო პირებს სჯის როგორც საეკლესიო ხელისუფლება - გათავისუფლება, მსახურების აკრძალვა, სახელმწიფოდან იძულებითი გაძევება; ასევე სახელმწიფო - ჯარიმები ჯარის "დისკრედიტაციისთვის", პატიმრობა, დეპორტაცია.

როგორც Новая Газета. Европа აღნიშნავს, ეკლესია თითქმის ისევე ხშირად დევნის "ოპოზიციონერ" მღვდლებს, როგორც სახელმწიფო: რუსეთში 47 შემთხვევიდან 18-ში მღვდლები დევნას განიცდიდნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან, 23-ში კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ექვს შემთხვევაში - ორივესგან.

მსგავსი სიახლეები