რუსეთში შოიგუს გარემოცვის უახლოესი წევრი რუსლან ცალიკოვი დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, სერგეი შოიგუს გარემოცვის უახლოესი წევრი რუსლან ცალიკოვი.

ჩაშლილად: ცალიკოვს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ფულის გათეთრებაში, ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში და ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცალიკოვს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

  • სამინისტროში ცალიკოვი პასუხისმგებელი იყო იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს პიარზე.

  • დღეის მონაცემებით, დაკავებული შოიგუსთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მოსული ყველა მოადგილე. კიდევ ექვსი წევრი, რომელთაც ბოლო პერიოდში თანამდებობა დატოვეს სამინისტროში შოიგუს მოსვლამდე მუშაობდნენ.
  • ამ დროისთვის ძველი მაღალჩინოსნებიდან სამინისტროში რჩებიან: იუნუს-ბეკ ევრუკოვი, რომელიც უწყებაში 2019 წელს მივიდა, ვიქტორ გორემიკინი, რომელიც სამინისტროში 2000 წლიდან ირიცხება და ვალერი გერასიმოვი, რომელიც თავდაცვის სფეროში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოღვაწეობს.

წინარე ისტორია: რუსლან ცალიკოვი სერგეი შოიგუს გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ძველი წევრია.

  • 2007-2012 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების მინისტრის (იმ დროს სერგეი შოიგუ) პირველი მოადგილე.

  • 2012 წელს შოიგუ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი გახდა, მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასევე ცალიკოვი დაინიშნა.

  • იმავე წელს შოიგუ თავდაცვის სამინისტროში გადავიდა და თავისი მეგობარი ჯერ მოადგილეთ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ დანიშნა.

  • თავდაცვის სამინისტროდან ცალიკოვი შოიგუს წასვლიდან 1.5 თვეში დაითხოვეს.

დიდი სურათი: 2024 წლის 24 აპრილი ითვლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ე.წ. წმენდის დაწყების დღედ.

  • 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

  • 2024 წლის 12 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

  • 2024 წლის 14 მაისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს საკადრო განყოფილების უფროსი იური კუზნეცოვი.

  • 2024 წლის 23 მაისს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შეკვეთებზე პასუხისმგებელი ვლადიმირ ვერტელეცკი.

  • 2024 წლიდან დღემდე სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებულია კიდევ 7 თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელიც თანამდებობას შოიგუს დროს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები