რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუჩერა

უკრაინამ შეაჩარა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის აკრედიტაცია და მკეთრად ამცირებს ირანის საელჩოს დიპლომატიურ პერსონალს - მიზეზი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც უკრაინულმა მხარემ ირანელ დიპლომატს განუმარტა, რომ რუსეთისთვის დრონების გადაცემა ეწინააღმდეგება ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტის მიდგომას. 

"რუსეთისთვის უკრაინის საწინააღმდეგოდ შეიარაღების გადაცემა წარმოადგენს არამეგობრულ აქტს და სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინის და ირანის ურთიერთობებს",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ირანის მოქმედმა ელჩმა, მანუჩერ მორადიმ უკრაინაში ქვეყანა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა და კიშინიოვში წავიდა. ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმება გულისხმობს, რომ ის ვერ გააგრძელებს თავის მოვალეოლებს და დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად თეირანში უნდა დაბრუნდეს. 

გასულ ზაფხულს ამერიკული ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ რუსეთი ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ რუსეთმა ირანული დრონების პირველი პარტია აგვისტოს დასაწყისში მიიღო და მალევე აპარატები უკრაინის ცაშიც გამოჩნდნენ. 

მხოლოს გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინამ ირანული წარმოების 4 დრონი ჩამოაგდო. მათ შორის ირანული დრონებით განხორციელდა საჰაერო შეტევა ოდესაზე. 

მსგავსი სიახლეები