რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური დრონების თავდასხმა განახორციელა. დრონების სამიზნე სავარაუდოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 75 დრონის მეშვეობით განხორციელდა, მათი უმეტესობა კიევის ოლქის მიმართულებით მიფრინავდა. 

შეტევის ფონზე კიევში საჰაერო განგაში 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. შეტევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვიც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირვებიათ. 

უკრაინის ცნობით, საჰაერო ძალებმა 75-დან 74 Shaheed-ის ტიპის დრონი ჩამოაგდო. შეტევის შედეგად დედაქალაქში ელექტროენერგიის მომარაგებას პრობლემები აქვს - დენის გარეშე დარჩა 77 საცხოვრებელი სახლი და 120 საწარმო. სავარაუდოა, რომ შეტევის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი ელექტრო ქვე-სადგური. 

კიევის გარდა შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის, სუმის, ზაპორიჟიის, კიროვაგრადისა და მიკოლაივის ოლქებში. 

კონტექსტი 

რუსეთმა უკრაინის კრიტიკული სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასირებული დაბომბვები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. 

მასირებული კამპანიის შედეგად სერიოზულად დაზიანდა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის შეკეთებაც ამ დრომდე არ არის დასრულებული. დასავლური მედიის ცნობით, მომავალ ზამთარში უკრაინაში აუცილებელი იქნება ელეტროენერგიის გრაფიკის დაწესება. 

ამ დრომდე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა 28 მაისს განხორციელდა, რომელშიც 54 უპილიტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. 

მსგავსი სიახლეები