საბერძნეთის არჩევნებში მოქმედი პრემიერის კონსერვატორული პარტია ლიდერობს

საბერძნეთის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ Politico წერს.

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ "ახალი დემოკრატია" ხმების 40.8% მიიღო და 300 მანდატიან პარლამენტში 145 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე ულტრამემარცხენე პარტია "სირიზა" გავიდა 20.%-ით, მესამე ადგილი კი სოციალისტურმა პარტია "პასოკმა" დაიკავა 11.7%-ით, მათ კომუნისტური პარტია მოსდევთ 7.1%-ით და ნაციონალისტები 4.5%-ით.

"პოლიტიკური მიწისძვრა, რომელიც დღეს მოხდა, ყველას გვაჩვენებს, რომ უნდა დავაჩქაროთ პროცესი საბოლოო სამთავრობო გადაწყვეტისთვის", - განაცხადა პრემიერმა მიცოტაკისმა კვირას საღამოს, მისი პარტიის შტაბ-ბინიდან.

სამმა პატარა პარტიამ, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ბარიერის ლახავდნენ, ეს ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივობა 59.2% იყო.

"ახალმა დემოკრატიამ" ვერ დააგროვა სრული უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობა - 45%.

სავარაუდოდ, ამ კონფიგურაციის პარლამენტში კოალიციაზე შეთანხმება ვერ შედგება და კვირას არჩეული საკანონმდებლო ორგანო დაიშლება, რის შემდეგაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ეს ნიშნავს, რომ ბერძნები ახალ პარლამენტს 25 ივნისს ან 2 ივლისს აირჩევენ, თუმცა ამჯერად არჩევნების მეორე ტურში პირველ ადგილზე გასული პარტია, საარჩევნო სისტემით 50-მდე ბონუს მანდატს მიიღებს, რაც მიცოტაკისის პარტიას ერთპარტიულ უმრავლესობას მისცემს.

მსგავსი სიახლეები