საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

1 აგვისტოდან, საფრანგეთი უსაფრთხოების გაუარესებული ვითარების გამო, ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "საელჩოზე გუშინწინ განხორციელდა ძალადობა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, რაც ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვების საშუალებას არ აძლევს."

საფრანგეთის მოქალაქეებმა ნიგერში საფრანგეთის საელჩოდან გაფრთხილება მიიღეს.

"ნიგერში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო და ნიამეიში შედარებითი სიმშვიდის გამო, ნიამიდან ევაკუაციის ოპერაცია ემზადება," - ნათქვამია განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ ევაკუაცია ძალიან მოკლე დროში მოხდება.

საფრანგეთის მოქალაქეებს აცნობეს, რომ შეკრების თარიღი, ზუსტი დრო და ადგილი და გამგზავრების პუნქტი მალე გახდება ცნობილი. ამ პუნქტამდე ისინი საკუთარი ტრანსპორტით უნდა მივიდნენ.

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ახლა ნიგერში 500-დან 600-მდე საფრანგეთის მოქალაქე იმყოფება.

26 ივლისს ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის წევრების ნაწილი პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმს დაუპირისპირდა, რომელიც ტყვედ ჩავარდა და ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ქვეყნის ახალ ლიდერად არმიის გენერალი აბდურაჰმან ჩიანი გამოცხადდა.

საფრანგეთმა სამხედრო გადატრიალება დაგმო. ელისეს სასახლემ 30 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "არ მოითმენს არანაირ თავდასხმას საფრანგეთსა და მისი ინტერესებზე" და საფრანგეთი "მყისიერად და სტაბილურად" მოახდენს რეაგირებას, თუ მის მოქალაქეებს თავს დაესხმებიან.

მსგავსი სიახლეები