საფრანგეთის შემდეგ, სოცმედიის ასაკობრივ აკრძალვას სხვა ქვეყნებშიც აპირებენ

საფრანგეთში სოცმედიის ასაკობრივი აკრძალვის შემდეგ, რიგ ევროპულ ქვეყნებში დაიწყო მსგავს კანონებზე მუშაობა და განხილვა.

ჩაშლილად: 27 იანვარს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის მოხმარებას უკრძალავს.

  • სოცმედიის ასაკობრივი შეზღუდვის საკითხში საფრანგეთი ინოვატორი არ არის, პირველად მსგავსი კანონი 2025 წლის მიწურულს ავსტრალიამ მიიღო, თუმცა საფრანგეთის მაგალითი აიღო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.

  • საფრანგეთში კანონის მიღების შემდეგ მცირე დროში ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბავშვების დაცვა "ციფრული ველური დასავლეთისგან".

  • ესპანეთში მინისტრთა საბჭომ 16 წლამდე სოციალური მედიის მოხმარების კანონს განიხილავს.

  • დანია მიმდინარე წლის დასრულებამდე 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოცმედიის გამოყენებას შეუზღუდავს.

  • იტალიის პარლამენტი ასევე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც 15 წლამდე ე.წ. ინფლუესერებს შეუზღუდავს სოცქსელებში საქმიანობას.

  • მსგავს კანონებზე ასევე მიდის მუშაობა გაერთიანებულ სამეფოში, პორტუგალიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში.

ფართო ხედით: ბავშვებისთვის სოცმედიის შეზღუდვის მთავარ მიზეზად ექსპერტები ჯანმრთელობას ასახელებენ.

  • არაერთი კვლევის თანახმად, მრავალი საათის განმავლობაში სოცქსელებში აქტივობა ახალგაზრდებში ტვინის მუშაობის რიტმის ცვლილებას იწვევს, რასაც რიგ შემთხვევებში შფოთვითი აშლილობა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები მოსდევს.

  • ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებში უკვე დაწყებული საუბარი საერთო კანონის მიღებაზე, რომელიც ბავშვებს სოცმედიასთან წვდომას შეუზღუდავს. 

  • ინიციატივას მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი სიახლეები