საქართველში რუსული აგრესიის 15 წლისთავზე ზელენსკიმ აგრესორის დასჯა მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წლის რუსული შეიარაღებული აგრესიის დაწყების წლისთავზე საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატა და მის სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების 15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

"მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააბრუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოში." - თქვა მან.

საქართველოს წინააღმდეგ რუსული შეიარაღებული აგრესიის დაწყების 15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპელმა ლიდერებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ისაუბრეს.

რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს შეიჭრა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა რეგიონების "დამოუკიდებლობა" ცნო.

მსგავსი სიახლეები