აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის ლენდ-ლიზის კანონი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზისა და უკრაინაში დემოკრატიის დაცვის კანონპროექტი დაამტკიცა. 

 პროგრამა თეთრ სახლს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად გააფორმოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის და გვერდი აუაროს ბიუროკრატიულ სირთულეებს

დოკუმენტი სახელწოდებით კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად აფართოებს თეთრი სახლის უფლებამოსილებას უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების კუთხით. 

ხაზგასასმელია, რომ უკრაინისთვის სამხედრო ლენდ-ლიზის კანონპროექტი ორპარტიულ ინიციატივას წარმოადგენს ის ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, იანვარში, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე დაარეგისტრირეს. 

სენატის შემდეგ, დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგადაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გაეგზავნება.

"იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, შეიარაღების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ უკრაინამ თავი დაიცვას პუტინის იერიშებისგან",- განაცხადა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. 

ლენდ-ლიზის პროგრამა აშშ-მ პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ანტი-ჰიტლერული კოალიციის მონაწილეებს არენდით ან გრძელვადიანი კრედიტის სახით მიეწოდებოდათ სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. ეს კანონი 1945 წლამდე მოქმედებდა. 

სამხედრო ლენდ-ლიზის გარდა არსებობდა სამედიცინო და ეკონომიკური ლენდ-ლიზიც. სულ პროგრამის ფარგლებში აშშ-მ ანტი-ჰიტლერული კოალიციის წევრებისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოყო, საიდანაც 11 მილიარდი დოლარი საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები