სერბეთის პრეზიდენტი უკრაინის ელჩს შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ბელგრადში უკრაინის ელჩთან, ვოლოდიმირ ტოლკაჩთან "პატიოსანი და ღია" შეხვედრის შესახებ წერს.

ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ელჩთან საუბარი შეეხო "ორმხრივ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ურთიერთობების გაუმჯობესებას, რეგიონულ და მსოფლიო პრობლემებს, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას."

"მე კიდევ ერთხელ დავადასტურე სერბეთის პოზიცია საზღვრების ხელშეუხებლობისა და გაეროს წესდების პატივისცემის შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ." - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს ათენში, დასავლეთ ბალკანეთის არაფორმალური სამიტის დროს შეხვდა.

მანამდე, სერბეთისა და უკრაინის პრეზიდენტები 1 ივნისს შეხვდნენ - შემდეგ ზელენსკიმ და ვუჩიჩმა მოკლედ ისაუბრეს მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში.

ბოლო შეხვედრის შემდეგ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტში, მაგრამ შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგრადმა არ დაამტკიცა პლატფორმის დეკლარაციის ტექსტი, რადგან "ეს სცილდება მისაღებ შინაარსს."

მსგავსი სიახლეები