სერბეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო

სერბეთის მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო ხერსონის რეგიონში, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად.

ამ ინფორმაციას РТС ავრცელებს. 

ახალი დახმარება პროდუქტებსა და მედიკამენტებს მოიცავს.

ასევე გადაწყდა ხერსონის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების დროებითი დაცვა.

გარდა ამისა, სერბეთის მთავრობამ გადაწყვიტა მოეწყო სპორტული და სარეაბილიტაციო ბანაკი კიევის დინამოს ფეხბურთის აკადემიის ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდებისთვის. ბელგრადი აფინანსებს მათი განსახლების, კვების, ვარჯიშისა და საფეხბურთო მატჩების ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ სერბეთი კვლავ უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

სერბეთის პარლამენტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა ეკონომიკის მინისტრის, რადე ბასტას გადაყენებას, რომელმაც წლის დასაწყისში მოულოდნელად, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან შეერთება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები