შოიგუ: სამხედრო სწავლებების უმრავლესობას უახლოეს მომავალში დავასრულებთ

 

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი შოიგუმ მიმდინარე სამხედრო სწავლებებზე ისაუბრა. შოიგუს თქმით, სამხედრო სწავლებების უმრავლესობას უახლოეს მომავალში დასრულდება. 

მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის რუსეთი მართავს მსხვილ სამხედრო წვრთნებს თითქმის ყველა სამხედრო ოლქში, მათ შორის დასავლეთ, წყნარი ოკეანის და ცენტრალურ სამხედრო ოლქში. 

"ამ წვრთნებს ნაწილი უკვე უახლოვდება დასასრულს, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დასრულდება." - თქვა შოიგუმ. 

ამ დროისთვის რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს ბარენცის, ბალტიისა და შავი ზღვის აუზში. პარალელურად ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსში. 

 

 

მსგავსი სიახლეები