შოლცი: რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავალი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება

ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავალი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება. 

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ემანუელ ე.წ. ვეიმარული სამკუთხედის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

"სრულად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ასევე, ნათელია, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში რუსეთთან. ჩვენი საერთო მიზანი იყო და კვლავ არის მხარი დავუჭიროთ უკრაინას რათა ეფექტურად დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას",- განაცხადა შოლცმა. 

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვარშავა, ბერლინი და პარიზი ერთიანები არიან მიდგომაში და არ დაუშვებენ რუსეთის გამარჯვებას, მაგრამ ამავდროულად არ ესწრაფვიან პირდაპირ კონფლიქტს მოსკოვთან. 

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება ისე, რომ ესკალაციის პროვოცირება არ მოხდეს",- განაცხადა მაკრონმა. 

გერმანიის კანცლერის თქმით, მიღწეული თანხმობა უკრაინისთვის შორი მანძილის რეაქტიული საარტილერიო სისტემების კოალიციის შექმნაზე.

"სხვა ზომებთან ერთად, ჩვენ უფრო მეტ შეიარაღებას შევიძენთ უკრაინისთვის გლობალურ ბაზარზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იცის, რომ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავიღლებით უკრაინის მხარდაჭერით." 

მსგავსი სიახლეები