სიიარტო: სლოვაკეთთან ერთად რუსულ გაზზე უარის თქმის EU-ის გეგმას გავასაჩივრებთ
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი 2027 წლის 1 ნოემბრისთვის რუსულ გაზზე სრულად იტყვის უარს. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
ვითარების არსი: "როგორც კი ევროკავშირის გეგმას მიიღებენ, სლოვაკეთთან ერთად ევროპის სასამართლოში საჩივრის შეტანას ვგეგმავთ". - წერს სოციალურ ქსელში სიიარტო.
- მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, ვინაიდან რუსულ გაზზე უარის თქმის შემთხვევაში, უნგრეთი და სლოვაკეთი სტაბილური ენერგომომარაგების გარეშე დარჩება.
- სიიარტომ ევროკავშირის ინიციატივას "აღმაშფოთებელი იურიდიული თაღლითობა" უწოდა.
ჩაშლილად: ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული გეგმაში ვკითხულობთ:
- გათხევადებული გაზის მიწოდებაზე შეზღუდვები 2027 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.
- 2025 წლის ივნისამდე გაფორმებულ მოკლევადიან კონტრაქტებზე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი. 2026 წლის 25 აპრილიდან შეზღუდვები ამოქმედდება გათხევადებულ გაზზე, ხოლო 2026 წლის 17 ივნისიდან - მილსადენის გაზზე.
- ახალი წესების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
კონტექსტი: ბოლო რამდენიმე წელია ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შემცირებას. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობის მოხმარება საგრძნობლად შეამცირა.
- ქვეყნების ნაწილი, პირველ რიგში უნგრეთი და სლოვაკეთი დღემდე რუსულ გაზზე დამოკიდებულები რჩებიან.
- მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობპროდუქტებზე მეორადი სანქციები დააწესა, ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში შეხვდა დონალდ ტრამპს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ტრამპის სანქციები არ იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ.