სტოლტენბერგი დონბასში გამწვავებაზე: რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის საბაბს ქმნის

 

ნატოს გენერალურმა, მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონბასში გამწვავებულ ვითარებაზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო მცდელობებით შექმნას უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო საბაბი. 

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის საბაბის შექმნას ცდილობს. კვლავაც გაურკვეველი და ბუნდოვანია რას აპირებს რუსეთი",- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ტრანს-ატლანტიკური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში ვერ ხედავენ რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნებს. 

"მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთონ ის რასაც ამბობენ და გაიყვანონ თავიანთი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. ეს პრობლემის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაჭრისკენ გადადგმული პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება",- ამბობს სტოლტენბერგი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა - რუსმა ბოევიკებმა 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. არტილერიული დაბომბვის ქვეშ მოყვა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის რკინიგზის სადგური, საბავშვო ბაღი და სკოლა-ლიცეუმი. 

მსგავსი სიახლეები