სტრელკოვი ბელგოროდზე: შტურმი უნდა დავიწყოთ ან მიწების ოკუპაციას შევეგუოთ

უკვე მეორე დღეა ქალაქ ბელგოროდის შემოგარენში რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიიდან შემოსული შეიარაღებული დანაყოფების განეიტრალებას ცდილობენ. 

სხვადასხვა მონაცემებით, საზღვირპირა რაიონებში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. 

ბელგოროდში შექმნილ ვითარებას აფასებს დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვიც:

"საზღვარზე დასახლებულ პუნქტ გრაივორონთან შექმნილი ვითარება კვლავ გაურკვეველია. ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწინააღმდეგე გრაივორონის სასაზღვრო ტერმინალის მიდამოებში გამაგრდა. ისინი აპირებენ, შეინარჩუნონ პოზიციები სანამ შეძლებენ. 

გარდა ამისა, მოწინააღმდეგე გამაგრდა საზღვრისპირა სოფელ კოზინკას მიდამოებში, რომელიც მეტად ხელსაყრელია ეფექტური თავდაცვისთვის. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ აკონტროლებს სოფელ კოზინკას. 

როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე ჩვენს გამაოგნებელ სამხედო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკიდურესად არასასიამოვნო დილემის წინაშე აყენებს - განახორციელონ მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდეების პირდაპირი შტურმი და ამისთვის გამოიყენონ რეზერვები ან შეეგუონ იმას, რომ რუსეთის 'ძველი ტერიტორიის' რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ხანგრძლივი ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება", - წერს სტრელკოვი. 

ბოევიკის თქმით, პოზიციები, რომელზეც უკრაინის ტერიტორიიდან შემოსული დანაყოფები გამაგრდნენ, კომფორტულია თავდაცვისთვის, რადგანაც სამი მხრიდან უკრაინას ესაზღვრება. 

"როგორც ადრე ვწერდი, უკრაინა კონტრიერიშს სწორედ ამგვარი დამაბნეველი შეტევებით, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყებს. ახლა ЗСУ უბრალოდ უნდა დაელოდოს, როდის გადაისვრის მნიშვნელოვან რეზერვებს რუსეთის გენშტაბი ოპერატიულად უპერსპექტივო მონაკვეთზე. ამ დროს კი მტერმა დარტყმა შესაძლოა ნებისმიერ მონაკვეთზე მიიტანოს - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ინიციატივა სრულად მათ ხელშია", - წერს სტელკოვი. 

მსგავსი სიახლეები