თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის მოცულობაც 400 მილიონ დოლარს შეადგენს. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული რიგით 43-ე პაკეტია. 

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს PATRIOT-ის და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებს. ასევე დამატებით რაკეტებს HIMARS-ის რეაქტიული ცეცხლის სისტემებისთვის. 

გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს Javelin-ის ტიპის მობილურ ანტი-საჰაერო სისტემებს, Stryker-ის ტიპის 32 ქვეითთა საბრძოლო მანქანას. პაკეტი მოიცავს სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და ამუნიციას. 

აშშ-ს სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს TOW-ის ტიპის რაკეტებს, Hornet-ის ტიპის უპილოტო საფრენ სისტემებს, Hydra-ს ტიპის საავიაციო რაკეტებს, ბარიერების გასანადგურებელ ასაფეთქებელ საშუალებებს, 28 მილიონ ტყვიას, ყუმბარებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს. 

ამგვარად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტაბებმა უკრაინას ჯამურად 43.7 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა. 

სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ თეთრმა სახლმა 7 ივლისს გამოაცხადა, სწორედ ამ პაკეტში მიიღო უკრაინამ პირველად ე.წ. კასეტური ჭურვები. 

მსგავსი სიახლეები