უგანდაში მიიღეს კანონი, რომელიც LGBTQ+ ადამიანების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსვენიმ 29 მაისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის სიკვდილით დასჯას უშვებს. ამ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გარკვეული ჰომოსექსუალური ქმედებებისთვის, ხოლო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას "ერთსქესიანთა საქმიანობების წახალისებისა და დაფინანსებისთვის."

ასევე, "ჰომოსექსუალიზმის დამამძიმებელ მცდელობაში" მსჯავრდებულს 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

უგანდის პარლამენტის სპიკერმა ანიტა ანეტ მინგმა კანონის შესახებ თქვა, რომ უგანდა "იცავს თავისი კულტურას და ხალხის მისწრაფებებს."

უგანდელმა პასტორმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა მარტინ სემპამ განაცხადა, რომ კანონი არის "გამარჯვება აშშ-სა და ევროპაზე" და აღნიშნა, რომ უგანდა აივ ინფექციის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებს უნდა ებრძოლოს.

შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის, UNAids-ის და პრეზიდენტის შიდსისგან განთავისუფლების საგანგებო გეგმის ხელმძღვანელებმა ერთობლივად გამოთქვეს "ღრმა შეშფოთება" და განაცხადეს, რომ შიდსთან და აივ-თან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი "ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა."

მსგავსი სიახლეები