უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ, რუსების ყველაზე დიდი სატანკო შეტევა მოიგერია - Forbes

შაბათს, 30 მარტს, ავდიივკის მიმართულებით, რუსეთის არმიამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის პოზიციებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატანკო შეტევა განახორციელა. რუსებმა ტანკების მესამედი დაკარგეს და წინსვლა არ ჰქონიათ.

ამის შესახებ Forbes უკრაინის არმიიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.

"როდესაც კვამლი გაიწმინდა, რუსებმა თავიანთი ტანკების მესამედი ავდიივკას ნანგრევების დასავლეთით, გზაზე დატოვეს." - წერს გამოცემა.

Forbes-ის ცნობით, შაბათის თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსები ძირითადად ქვეითებს იყენებდნენ ქალაქის დასავლეთით წინსვლისთვის. მიზეზი ის იყო, რომ თებერვლის შუა რიცხვებში ავდიივკის აღებისას დიდი დანაკარგების შემდეგ, მათ ტექნიკა აკლდათ.

ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა. ავდიივკის მიმართულებით რუსეთმა კვლავ გამოიყენა ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები. 36 ტანკი და 12 ქვეითთა საბრძოლო მანქანა რუსული არმიის მე-6 სატანკო პოლკიდან, რომელიც 90-ე სატანკო დივიზიის ნაწილია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტონენკოიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად სოფელ უმანსკოეამდე მიმავალ გზას დაესხა თავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადამ რუსების კოლონა შენიშნა და 12 ტანკი და 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაანადგურა.

Forbes-ის ვარაუდით, ძირითადი საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, უკრაინულ ბრიგადებს მაინც შეუძლიათ თავდაცვის ორგანიზება ნაღმების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და დრონების გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები