უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინს ახალი ბრალი წარუდგინა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აგრესიული ომის წარმოებისთვის ბრალი წაუყენა.

"გამოძიების თანახმად, მას მიენიჭა უფლებამოსილება დაექირავებინა, გაწვრთნა და ემართა მისთვის დაქვემდებარებული პირები უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში შემდგომი გამოყენებისთვის. ეს ყველაფერი მოხდა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის სრული მხარდაჭერით", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ პრიგოჟინი "პირდაპირ არის პასუხისმგებელი ათასობით სამხედრო დანაშაულზე."

გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ რიგითი ვაგნერელები, მათ შორის საზღვარგარეთ გაქცეული პირებიც, პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორებმა უკვე დაკითხეს "ვაგნერის" ორი მებრძოლი, რომლებიც ახლა ევროკავშირში იმყოფებიან. მოწმდება ნორვეგიაში მყოფი "ვაგნერის" კიდევ ერთი წევრის სამხედრო დანაშაულებებში მონაწილეობა.

ნორვეგიის პროკურატურას მალევე გაეგზავნება მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

მსგავსი სიახლეები