უკრაინის პრემიერი: 2026 წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება

2026 წლიდან უკრაინის სკოლებში კვება უფასო გახდება ყველა მოსწავლისთვის - 1-დან მე-11 კლასამდე. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით რესურსებს მოიძიებენ.

State Of Play: უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განათლების კონფერენციაზე "აგვისტო-2025" განაცხადა: "ჩვენ დავალება მივეცით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ფინანსთა მინისტრს. ეს სიგნალია თქვენთვის – თემებისა და რეგიონების წარმომადგენლებისთვის."

  • "ჩვენ არა მხოლოდ ფინანსები უნდა გავითვალისწინოთ, არამედ ქალაქების ინფრასტრუქტურული მზაობაც, რათა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 1-დან მე-11 კლასამდე ბავშვებისთვის ხარისხიანი კვება იყოს უზრუნველყოფილი," - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა. 
  • მისი თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე 2026 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავშესაფრების მშენებლობისთვის - ამჟამად ასეთი პრაქტიკა მხოლოდ სკოლებში არსებობს.

Big Picture: სვირიდენკოს თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 155 სკოლა დისტანციური სწავლებიდან სკოლებში სწავლებაზე უნდა გადავიდეს მას შემდეგ, რაც თავშესაფრები ამოქმედდება.

  • "ჩვენ ყოველკვირეულად ვაკონტროლებთ სკოლების თავშესაფრებით უზრუნველყოფის სამუშაოების მიმდინარეობას. წლის ბოლომდე 155 სკოლა ონლაინ სწავლებიდან ტრადიციულ სწავლებაზე უნდა გადავიდეს. ჩვენ გვესმის, რამდენად დიდია კორელაცია ბავშვების სწავლის ფორმასა და განათლების ხარისხს შორის," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
  • გარდა ამისა, სვირიდენკომ მიანიშნა, რომ პედაგოგებს შესაძლოა მომავალ წელს ხელფასი გაეზარდოთ.
  • "ხელფასის საკითხის გადაჭრა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად, ასევე ვეძებთ საერთო გადაწყვეტებს. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით დადებით ცვლილებებს ვიხილავთ," - თქვა მთავრობის მეთაურმა.

Сontext: 2025 წელს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან უფასო კვებით ისარგებლებენ მე-5-მე-11 კლასის მოსწავლეები ცხრა ფრონტისპირა რეგიონში. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 780 მილიონი ჰრივნა (18.88 მილიონი აშშ დოლარი. - რედ.) გამოიყო.

მსგავსი სიახლეები