Z-ბლოგერები: რუსეთის არმიამ კუპიანსკზე კონტროლი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინა კონტროლი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე. ამ ქალაქის ოკუპაციის შესახებაც რუსეთის გენერალური შტაბმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად მოახსენა.

ვითარების არსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულმა Telegram-არხმა Рыбарь-მა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული ჯარების ვითარება კუპიანსკში "კრიტიკულზე უარესია."

  • "თვით კუპიანსკში ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკულზე უარესია, ისევე როგორც აღმოსავლეთ სანაპიროზე," — ნათქვამია განცხადებაში.
  • ასევე აღნიშნულია, რომ დაკარგულია მდინარე ოსკოლის დასავლეთ სანაპიროზე არსებული პლაცდარმის ნაწილი, კერძოდ სოფლები: კონდრაშოვკა, რადკოვკა და მოსკოვკა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარა რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • Telegram-არხის ცნობით, კუპიანსკში მოქმედმა რუსეთის არმიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა დეკემბერში თითქმის 150 სამხედრო დაკარგა "ცრუ მოხსენებების რეალიზების მცდელობისას... ნოემბერში ერთ-ერთი 'გათავისუფლებული' დასახლებული პუნქტის მისადგომებთან."

ჩაშლილად: არხის ავტორის თქმით, ნოემბერში გაკეთებული პირველი განცხადებები კუპიანსკზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ გაჟღერდა იმ დროს, როდესაც იქ "მხოლოდ ზემცირე ჯგუფები" მოქმედებდნენ.

  • "ქალაქი ნორმალურად არ გამაგრებულა არც გათავისუფლების შესახებ განცხადებამდე და არც მას შემდეგ," - აცხადებს Рыбарь.
  • ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მცდარი ინფორმაცია, რომელსაც სამხედრო სარდლობა ხელისუფლებას გადასცემს, აზიანებს ვითარებას ფრონტზე: "ვითარების შესახებ მცდარი მოხსენებების გამო, რეზერვები, რომლებიც 'არ დასჭირდათ' კუპიანსკის აღებისა და გაწმენდისთვის, სხვა მონაკვეთებზე გადაისროლეს."

დიდი სურათი: ამ პროპაგანდისთის განცხადებებს განცხადებებს სხვა პოპულარულმა Z-ბლოგებმაც დაუჭირეს მხარი.

  • არხმა "ორი მაიორი" (Два майора) კუპიანსკის აღების შესახებ ცნობებს უწოდა "საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია," რომელშიც "ჩვენ საკუთარი თავი დავამარცხეთ."
  • ხოლო "სამხედრო მიმომხილველმა" (Военный обозреватель) განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კონტროლი კუპიანსკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები