WSJ: ირანში ახალი საპროტესტო მუხტი იკრებს ძალას

გასულ კვირებში რეჟიმის მიერ მოწყობილი უპრეცედენტოდ მასშტაბური რეპრესიების მიუხედავად ირანში ახალი საპროტესტო მუხტი იკრებს ძალას, რომლის მცირე კერებიც უკვე ჩანს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Wall Street Journal ქვეყანაში თავის წყაროებზე, სხვადასხვა ქალაქებიდან გავრცელებული ვიდეოების ვერიფიკაციისა და უკვე გამართული არაერთ საპროტესტო აქტივობის ანალიზზე დაყრდნობით წერს

  • მასალის ავტორების შეფასებით, მოსახლეობის უკმაყოფილება არსად წასულა და ამ უკმაყოფილების გამოხტვის ყველაზე ხშირი ადგილი რეჟიმის მსხვერპლების დაკრძალვები და ხსოვნის საღამოებია. 

  • "მგლოვიარე ოჯახები თავიანთი შვილების დაკრძალვებზე რეჟიმის საწინააღმდეგო სლოგანებს ავრცელებენ. სტუდენტები უარს ამბობენ რეჟიმის მიერ თავსმოხვეული პატრიოტულ სიმღერებზე. მედიკოსები საჯაროდ აპროტესტებენ თავიანთი კოლეგების დაკავებას, რომლებიც დაშავებული დემონსტრანტების მკურნალობის გამო დააპატიმრეს. ხოლო, ადგილობრივი აქტივისტური და პროფესიული ჯგუფები მოსახლეობას უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის დამხობისკენ მოუწოდებენ"- ნათქვამია მასალაში. 

ჩაშლილად: ასე მაგალითად რეჟიმის დამხობის მოწოდებები ისმოდა მიმდინარე კვირას მაშდადში, თავრიზსა და შირაზში გამართულ დაკრძალვის ცერემონიებზე - "სიკვდილი ხამენეის" სკანდირებდნენ ადგილობრივი სტუდენტები რეჟიმის მიერ მოკლული მათი მეგობრების ხსოვნის საღამოებზე. 

  • მჯდომარე პროტესტს მიმართეს შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე დღის განმავლობაში, რომლის მიმდინარეობისასაც ისმოდა საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი სლოგანები. 

  • თეირანის რამდენიმე სკოლაში იყო შემთხვევები, როდესაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის სავალდებულო შესრულებაზე. 

  • უპრეცედენტოდ მასშტაბური და სასტიკი რეპრესიების ტალღას მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა ქვეყნის სახელოვნები სივრცის წამომადგენელებისგან, მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები, სცენარისტები და მომღერლები. 

სტრიქონებს შორის: რეჟიმის რეფორმირების შეუძლებლებლობისა და მისი ჩანაცვლების შესახებ განაცხადა მირ ჰოსეინ მოუსავიმ, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო და 2000-იანი წლების მიწურულს რეფორმისტული მწვანე მოძრაობის ლიდერი გახდა. 

  • ოპოზიციაში ყოფნისა და მრავალწლიანი შინა პატიმრობის მიუხედავად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოუსავი მოსახლეობის რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდებს და არა რეფორმირებისკენ. 

  • გასულ დღეებში გავრცელდა ადგილობრივი ცნობილი სოციალური აქტივისტებიც წერილიც, რომელშიც მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ალი ხამენეის ეკისრებოდა - აქედან მალევე დააპატიმრეს რამდენიმე ხელმომწერი. 

  • ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს საპროტესტო კოლექტიური წერილით გამოეხმაურნენ მედიკოსთა და მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფები. 

  • გასულ დღეებში ახალი შეკრებებისკენ მოუწოდა მოსახლეობას თეირანის ბაზრის - სწორედ ბაზარი გახდა ბოლო საპროტესტო აქციების მთავარი კერა - მოვაჭრეთა გაერთიანებამ. 

  • საპროტესტო შეკრების თარიღად 17-18 თებერვალი შეირჩა - სწორედ ამ დღეს 40 სრულდება რეჟიმის მსხვერპლთა გარდაცვალებიდან, რა დროსაც შეკრება და მსხვერპლების გახსენება მნიშვნელოვანი შიიტური ტრადიციაა. 

მეორე მხარე: თავის მხრივ ისლამური რესპუბლიკის პასუხი არაერთგვაროვანია - ერთის მხრივ გრძელდება იმ ადამიანიების დაპატიმრება, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას, თუმცა მეორეს მხრივ ისინი გარკვეულ დათმობებზეც მიდიან. 

  • ასე მაგალითად, იანვრის მიწურულს საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ახალგაზრდა დემონსტრანტი ერფან სოლთანი, რომლის შემთხვევამაც გლობალური მედიის ყურადღება მიიპყრო. 

  • ამასთანავე, ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს ქალებისთვის ორ-თვლიანი ტრანსპორტის მართვის მოწმობების გაცემას. 

კონტექსტი: ირანში განვითარებულ საპროტესტო აქციებში მსხვერპლის შესახებ ცნობები არაერთგვაროვანია, თუმცა ერთ-ერთი უფლედამცველი ჯგუფის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 7 000 ათასი მოკლული და 40 ათასზე მეტი დაპატიმრებული. 

  • თავის მხრივ, ისლამური რესპუბლიკა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჯამურად 3 ათასი ადამიანის სიკვდილისა, ასობით დაპატიმრებულის შესახებ აცხადებს. 

სიღრმისეულად:  ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი - ომანში აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

 

 

მსგავსი სიახლეები