პრეზიდენტის ოფისის ახალ უფროსად ზელენსკიმ კირილო ბუდანოვი დანიშნა

პრეზიდენტის ოფისის ახალ უფროსად ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დაზვერვის (ГУР) უფროსი, კირილო ბუდანოვი დანიშნა. 

ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ უკრაინელმა პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელებში წერს. 

  • "შევხვდი კირილო ბუდანოვს და შევთავაზე მას უხელმძღვანელოს პრეზიდენტის ოფისს. დღეს უკრაინას ჭირდება მეტი კონცენტრაცია უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის ძალების განვითარებაზე, ასევე დიპლომატიურ ტრეკზე მიმდინარე მოლაპარაკებებში და პრეზიდენტის ოფისი სწორედ ასეთი ამოცანების შესრულებაზე იმუშავებს"- წერს ზელენსკი. 

დაეწიე ამბავს: პრეზიდენტის ოფისის უფროსის თანამდებობა 22 ნოემბერს მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ანდრეი ერმაკმა ქვეყანაში განვითარებული მსხვილი კორუფციული სკანდალის ფონზე პოსტი დატოვა. 

  • კირილო ბუდანოვი 1986 წლის 4 იანვარს კიევში დაიბადა. პირველი უმაღლესი განათლება ბუდანოვმა ოდესის სახმელეთო ჯარების აკადემიაში მიიღო, რომელიც 2007 წელს ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. 

  • 2020 წელს ბუდანოვი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დირექტორად. 

  • ბუდანოვი ასევე ხელმძღვანელობს სამხედრო ტყვეების გაცვლის საკოორდინაციო შტაბს. 

მსგავსი სიახლეები