„მზარდი საფრთხე“: კუბის მიერ ნაყიდი დამრტყმელი დრონები აშშ-ს აშინებს - Axios

Axios-ისთვის ხელმისაწვდომი საიდუმლო სადაზვერვო მასალების მიხედვით, კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი "მზარდ საფრთხედ" აფასებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საიდუმლო სადაზვერვო მასალების მიხედვით, კუბამ დაიწყო გეგმების განხილვა აშშ-ის ობიექტებზე (გუანტანამოს ბაზა, სამხედრო გემები, ფლორიდის ქალაქი ქი-ვესი) შესაძლო თავდასხმის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება ვაშინგტონისთვის სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი გახდეს.

ფაქტები:

  • წყარო: კუბა 2023 წლიდან ყიდულობს დამრტყმელ დრონებს რუსეთისა და ირანისგან. კუნძულზე ასევე განთავსებულია რუსული და ჩინური რადიოელექტრონული დაზვერვის ბაზები.

  • გამოცდილება ფრონტიდან: დაზვერვის შეფასებით, 5,000-მდე კუბელი ჯარისკაცი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა, სადაც მათ დრონების ომის წარმოება ისწავლეს. რუსეთი ჰავანას თითოეულ მეომარზე $25,000-ს უხდიდა.

  • კუბის პოზიცია: ჰავანამ განაცხადა, რომ აქვს თავდაცვის უფლება და აშშ-ს საბაბების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

აშშ-ის საპასუხო ნაბიჯები:

  • მკაცრი გაფრთხილება: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი პირადად ჩავიდა კუბაში და ხელისუფლება სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გააფრთხილა.

  • სანქციები და სამართალი: იუსტიციის დეპარტამენტი გეგმავს ბრალი წაუყენოს რაულ კასტროს 1996 წელს ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდების ბრძანების გამო. მიმდინარე კვირაში ახალი ეკონომიკური სანქციები გამოცხადდება.

რეალობის კონტროლი: ამერიკელი ოფიციალური პირები არ მიიჩნევენ, რომ კუბა მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს. ჰავანა თავდასხმის სცენარებს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ აშშ-სთან პირდაპირი ომი დაიწყება. კუბა არ არის კარიბის კრიზისის დროინდელი სამხედრო საფრთხე, თუმცა მთავარი რისკი გეოგრაფიული სიახლოვეა.

კონტექსტი: მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ, აშშ-მა ვენესუელადან კუბის დრონების პროგრამაზე ახალი მონაცემები მოიპოვა. კასტროს რეჟიმი ფინანსური კრიზისის გამო დამხობის რეალური საფრთხის წინაშეა.

მსგავსი სიახლეები