Axios: ტრამპთან შიშობენ, რომ 5 წლის განმავლობაში ჩინეთი ტაივანში შეიჭრება

სი ძინფინგთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპის გარემოცვაში შიშობენ, რომ ჩინეთი ტაივანზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიჭრება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს. 

  • "ვიზიტმა აჩვენა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტაივანთან მიმართებით ჩინეთის გადამწყვეტ ზომებს უნდა ველოდოთ"- ამბობს წყარო. 

სტრიქონებს შორის: გამოცემის შეფასებით, ამერიკელი პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა მის საპატივსაცემოდ გამართული პომპეზური ცერემონიებით, თუმცა უშუალოდ ლიდერების შეხვედრაზე საგრძნობი დაძაბულობა ნარჩუნდებოდა. 

  • "სი ცდილობს ჩინეთის პოზიცია შეცვალოს. ის გვეუბნება - ჩვენ არ ვართ განვითარებადი ძალა, ჩვენ ამერიკის თანასწორები ვართ და ტაივანი ჩვენია"- ამბობს დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი. 

დიდი სურათი: ამავე წყაროების ცნობით, ტაივანზე ჩინეთის შეჭრა ეგზისტენციურ საფრთხეს შეუქმნის ამერიკული ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. 

  • სხვადასხცა მონაცემებით ტაივანი მსოფლიოს მოწინავე კომპიუტერული ჩიპების 90%-ს აწარმოებს. 

მსგავსი სიახლეები