ტაივანის პრეზიდენტი: კუნძული არ ეკუთვნის და არ ემორჩილება პეკინს
თვითმმართველი კუნძულის პრეზიდენტი, რომელსაც ჩინეთი თავის განუყოფელ ტერიტორიად მიიჩნევს დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრას გამოეხმაურა.
ვითარების არსი: Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ლაი ცინ-დე წერს, რომ ტაივანი არ ეკუთვნის და არ ემორჩილება პეკინს.
- ამავე პოსტში ლაი წერს, რომ ტაივანი სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო მის შეცვლას ჩინეთი ცდილობს.
- პოსტში ლაიმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულ შეიარაღებას კუნძულის თავდაცვისუნარიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
წინარეისტორია: დონალდ ტრამპის თქმით, სი ძინფინგისთვის ტაივანი პრიორიტეტული საკითხია და ვიზიტის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე საუბარს დაუთმო.
- პეკინიდან დაბრუნების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ომში ჩაერთოს 9 ათასი მილის მოშორებით იმის გამო, რომ "ვიღაცამ დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტა."
- ამასთანავე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია კონგრესის მიერ შეთანხმებული 14 მილიარდი დოლარის შეირაღების პაკეტის მიყიდვა ტაივანისთვის.
დიდი სურათი: გასულ კვირებში არაერთი სინოლოგი წერდა, რომ ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი შეეცდებოდა ტრამპი დაეყოლიებინა ტაივანის მიმართ ამერიკული ოფიციალური ფორმულების ცვლილებაზე.
- ვიზიტის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტაივანთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკა არ შეცვლილა.
სიღრმისეულად: Axios: ტრამპთან შიშობენ, რომ 5 წლის განმავლობაში ჩინეთი ტაივანში შეიჭრება