უკრაინის რადამ ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის აღდგენის კანონი მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი ქვეყნის მთავარი ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ - 2 საათზე ნაკლებში კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.
State Of Play: საუბარია უკრაინის ანტი-კორუფციულ ეროვნულ ბიუროსა (NABU) და სპეციალიზებული ანტი-კორუფციული პროკურატურაზე (SAP), რომლებიც 22 ივლისს მიღებული კანონით პრაქტიკულად გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადაიოდა.
- კანონის მიღებას უკრაინის ქალაქებში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უმსხვილესი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
- გადაწყვეტილება გააკრიტიკეს უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმაც.
Big Picture: უარყოფითი შიდა და გარე რეაქციის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტი-კორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი დააანონსა.
- სწორედ ეს კანონი მიიღო დღეს უკრაინის პარლამენტმა - კენჭისყრის ფონზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
- "მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტარებს საპრეზიდენტო კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. კანონი ითვალისწინებს ანტი-კორუფციული უწყებების მუშაობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს"- განაცხადა ზელენსკიმ.
Context: უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსმენს და ითვალისწინებს მოქალაქეების აზრს - "უკრაინა დემოკრატიაა."
Go Deeper: